Saturday, 18 July 2015

მერვე დღე

დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. დავასრულეთ ჩვენი პროექტის გეგმის შევსება. ვისწავლეთ საქაღალდის გუგლ დრაივში შენახვა.

Sunday, 12 July 2015

მეექვსე დღე

დღეს გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია პოვერ პოინტის გამოყენებით. დავიწყეთ ჩვენი პროექტის გეგმაში პროცედურების შევსება, რასაც მომდევნო ტრენინგზე დავასრულებთ.

Saturday, 11 July 2015

მეხუთე დღე

დღეს გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ. ვისწავლეთ ბლოგში სურათების ჩასმა, ინტერნეტრესურსების გამოყენებით ვიდეო-მასალების გადმოწერა. სახელმძღვანელოში გავეცანით მესამე მოდულს. ჩვენი პროექტის გეგმაში დავწერეთ შეფასების შეჯამება.

მონაცემთა ანალიზი

ბიზნესკონტაქტი (05.12.14) ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები

Sunday, 5 July 2015

მეოთხე დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. გავეცანით როგორი სახის შეიძლება იყოს საკვანძო კითხვები. ზოგადი, თემატური და შინაარსოაბრივი სახის კითხვები დავსვით ჯგუფებში მუშაობისას. შესაბამისი სახის კითხვებით შევავსეთ ჩვენი პროექტის გეგმა. დავგეგმეთ და შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.

Saturday, 4 July 2015

მესამე დღე

დღეს დავასრულეთ მშობლის ბუკლეტის შევსება. განვსაზღვრეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების შესაბამისი შედეგები და ინდიკატორები. შევავსეთ პროექტის მიზანი, სადაც გამოვიყენეთ სახელმძღვანელოდან  ბლუმის ტაქსონომია და 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევების სიტყვები.