დღეს მოვისმინეთ ჩვენი ჯგუფის ყველა მონაწილის პროექტი. ძალიან საინტერესო პროექტები იყო. ყველა მონაწილეს მადლობას ვუხდი, განსაკუთრებით დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ნინოს თავდაუზოგავი შრომისა და გულისხმიერებისთვის. ძალიან მომეწონა ხათუნა ნონიკაშვილის პროექტი თემაზე: კოორდინატები და რუკა.
Sunday, 19 July 2015
Saturday, 18 July 2015
მერვე დღე
დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. დავასრულეთ ჩვენი პროექტის გეგმის შევსება. ვისწავლეთ საქაღალდის გუგლ დრაივში შენახვა.
Sunday, 12 July 2015
მეექვსე დღე
დღეს გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია პოვერ პოინტის გამოყენებით. დავიწყეთ ჩვენი პროექტის გეგმაში პროცედურების შევსება, რასაც მომდევნო ტრენინგზე დავასრულებთ.
Saturday, 11 July 2015
მეხუთე დღე
დღეს გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ. ვისწავლეთ ბლოგში სურათების ჩასმა, ინტერნეტრესურსების გამოყენებით ვიდეო-მასალების გადმოწერა. სახელმძღვანელოში გავეცანით მესამე მოდულს. ჩვენი პროექტის გეგმაში დავწერეთ შეფასების შეჯამება.
Sunday, 5 July 2015
მეოთხე დღე
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. გავეცანით როგორი სახის შეიძლება იყოს საკვანძო კითხვები. ზოგადი, თემატური და შინაარსოაბრივი სახის კითხვები დავსვით ჯგუფებში მუშაობისას. შესაბამისი სახის კითხვებით შევავსეთ ჩვენი პროექტის გეგმა. დავგეგმეთ და შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.
Saturday, 4 July 2015
მესამე დღე
დღეს დავასრულეთ მშობლის ბუკლეტის შევსება. განვსაზღვრეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების შესაბამისი შედეგები და ინდიკატორები. შევავსეთ პროექტის მიზანი, სადაც გამოვიყენეთ სახელმძღვანელოდან ბლუმის ტაქსონომია და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები.
Sunday, 28 June 2015
მეორე დღე
დღეს გავუზიარეთ ერთმანეთს საპროექტო თემები, გავეცანით კარგი პროექტისთვის საჭირო მახასიათებლებს. გავაკეთეთ მშობლის ბუკლეტის პირველი გვერდი,რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მშობელს გავაგებინოთ პროექტებით სწავლების უპირატესობა.
Saturday, 27 June 2015
დღე 1
დღეს გავეცანი ინტელის ძირითად კურსს. შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე, სადაც შევინახეთ კურსის რესურსებში სახელმძღვანელოდან პროექტის გეგმის შაბლონი და პორტფოლიოს ჩეკლისტი. შევქმენით ახალი ბლოგი
Subscribe to:
Posts (Atom)