Sunday, 19 July 2015

მეცხრე დღე

დღეს მოვისმინეთ ჩვენი ჯგუფის ყველა მონაწილის პროექტი. ძალიან საინტერესო პროექტები იყო. ყველა მონაწილეს მადლობას ვუხდი, განსაკუთრებით დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ნინოს თავდაუზოგავი შრომისა და გულისხმიერებისთვის.  ძალიან მომეწონა ხათუნა ნონიკაშვილის პროექტი თემაზე: კოორდინატები და რუკა.

Saturday, 18 July 2015

მერვე დღე

დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. დავასრულეთ ჩვენი პროექტის გეგმის შევსება. ვისწავლეთ საქაღალდის გუგლ დრაივში შენახვა.

Sunday, 12 July 2015

მეექვსე დღე

დღეს გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია პოვერ პოინტის გამოყენებით. დავიწყეთ ჩვენი პროექტის გეგმაში პროცედურების შევსება, რასაც მომდევნო ტრენინგზე დავასრულებთ.

Saturday, 11 July 2015

მეხუთე დღე

დღეს გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ. ვისწავლეთ ბლოგში სურათების ჩასმა, ინტერნეტრესურსების გამოყენებით ვიდეო-მასალების გადმოწერა. სახელმძღვანელოში გავეცანით მესამე მოდულს. ჩვენი პროექტის გეგმაში დავწერეთ შეფასების შეჯამება.

მონაცემთა ანალიზი

ბიზნესკონტაქტი (05.12.14) ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები